აშშ-მა უკრაინისთვის „პეტრიოტის“ სისტემების და „სტინგერის“ რაკეტების მიწოდება შეაჩერა- ამის შესახებ ინფორმაციას „ენბისი ნიუსი“ ავრცელებს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დეტალების დაზუსტების მიზნით ამერიკელ კოლეგებთან სატელეფონო საუბარი მოითხოვა.
აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერის განსახილველად უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის დროებითი რწმუნებულიც დაიბარეს.