ბათუმის მერიაში ქალაქის გენგეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა. კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“, წარმომადგენლებმა საკრებულოს სხდომათა დარბაზში პრეზენტაცია წარმოადგინეს.
საჯარო განხილვას მერის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები, ასევე საკრებულოს წევრები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. კითხვები ძირითადად პროცესის მეტი საჯაროობის აუცილებლობის საკითხს ეხებოდა.
ასევე კითხვა ეხებოდა გონიოში დაგეგმილ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ბათუმის ხელოვნურ კუნძულს, რამდენად ასახული იქნება ბათუმის განაშენიანების გეგმაში. როგორც პროექტის ავტორებმა განაცხადეს, აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით უკვე შედგა კომუნიკაცია.
როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, 2026 წლის 20 აპრილამდე პროექტზე მუშაობა უნდა დასრულდეს. კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“, ბათუმის გენგეგმის პროექტზე 2021 წლის აპრილიდან მუშაობს.