ხულოში, სოფელ ვაშლოვანში, მელაძეების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, ამ დროს სახლში მხოლოდ 3 მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა. ბავშვების ცეცხლმოდებული სახლიდან გამოყვანა, მხოლოდ სახანძრო სამსახურის მოსვლის შემდეგ მოახერხეს მეზობლებმა. ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია, ისინი არ დაშავებულან.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობს, მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ ცეცხლის ლოკალიზებას.
ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების ბრიგადაc, რომლებმაც პირველადი დახმარება გაუწიეს მოზარდებს.
რაც შეეხება სახლს, ხის სახლი პრაქტიკულად დამწვარია, დაზარალებულმა ოჯახმა ნივთების გამოტანა ვერ მოახერხეს ცეცხლმოდებული სახლიდან.
ხანძრის გაჩენის ოფიციალური ვერსია უცნობია, მეზობლები ვარაუდობენ, რომ სახლის სხვენში მოკლე ჩართვა მოხდა და ხის სახლს ცეცხლი გაუჩინა.