ყაზახეთში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე ლევან დიასამიძე დაინიშნა

25 ივნისი 2025, 16:43 59 ნახვა

ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ლევან დიასამიძე დაინიშნა - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ლევან დიასამიძეს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. იგი 2022 წლიდან დღემდე იკავებდა მოლდოვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას. 2019-2022 წლებში იყო ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსული; სხვადასხვა დროს, ლევან დიასამიძე გახლდათ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. სხვადასხვა დროს ლევან დიასამიძე იკავებდა მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციას საგარეო უწყებაში, ასევე, იყო სამხედრო–პოლიტიკური დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე. ლევან დიასამიძეს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში