ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური შეხვედრები მაგიდის ჩოგბურთში.
გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონის ტიტული და მსოფლიოს 2026 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საგზური ვაშლოვანის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში სოფელს სპასოვსკის გუნდს მოუგო.
ვაჟთა შორის კი გამარჯვებული ნინოწმინდის რაიონის სოფელ ჟდანოვის გუნდი გახდა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში სოფელ ვაიოს საჯარო სკოლის გუნდი დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ სასკოლო სპორტული ოლიმპიადა სპორტის შვიდ სახეობაში ტარდება. 26 ივნისს სპორტის სასახლეში ფინალური შეხვედრები ხელბურთსა და ბადმინტონში გაიმართება.