მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი

23 ივნისი 2025, 10:21 213 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დღეს დაცვის მხარის მოწმეების მოსმენით გრძელდება. პროკურატურის მოწმეების დაკითხვა უკვე დასრულდა. საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს.

ბათუმელებისა და ნეტგსზეთის დამფუძნელებლსა და დირექტორს ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე სილის გაწვნის გამო პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში