ამ დილით მომხდარი მოვლენები აღმაშფოთებელია და მათ ექნებათ გრძელვადიანი შედეგები - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

22 ივნისი 2025, 09:27 218 ნახვა

ირანი იტოვებს ყველა ვარიანტს თავისი სუვერენიტეტის, ინტერესებისა და ხალხის დასაცავად, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ აშშ-ის მიერ, ირანის ბირთვული იბიექტების დაბომბვის შემდეგ განაცხადა.

არაღჩის თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, აშშ-მა უხეშად დაარღვია გაერო-ს წესდება, საერთაშორისო სამართალი და ბირთვული გაუვრცელებლობის შეთანხმება.

„ამ დილით მომხდარი მოვლენები აღმაშფოთებელია და მათ ექნებათ გრძელვადიანი შედეგები. გაერო-ს თითოეული წევრი შეშფოთებული უნდა იყოს ამ უკიდურესად საშიში, უკანონო და კრიმინალური ქმედებით. გაერო-ს წესდების და მისი დებულებების შესაბამისად, რომლებიც თავდაცვის ლეგიტიმური პასუხის უფლებას იძლევა, ირანი იტოვებს ყველა ვარიანტს თავისი სუვერენიტეტის, ინტერესებისა და ხალხის დასახავად”, – წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.

აშშ-მა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში. დარტყმები განხორციელდა B-2-ის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში