თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამოქალაქო აქტივისტ, ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პროკურორი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას, დაცვის მხარე კი - 20 000-ლარიანი გირაოს ითხოვდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ეკა ბარბაქაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ნინო დათაშვილი 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარი ფაქტის გამო დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული ჯარიმას ან 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.