რაჟდენ კუპრაშვილის პასუხი არასამთავრობო ორგანიზაციებს

18 ივნისი 2025, 18:26 112 ნახვა

რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ბიურო სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, მათი ორგანიზაციებისგან არამიზნობრივად ითხოვს მოქალაქეთა პირადი და პროფესიული საიდუმლოების ამსახველ დოკუმენტაციას, – ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც რაჟდენ კუპრაშვილმა აღნიშნა, მათ მიერ მოთხოვნილი სამართლებრივი და ფინანსური დოკუმენტაცია, არ ცდება საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებს და მიმართულია მხოლოდ გრანტის მიმღები ან პოლიტიკური აქტივობის მქონე ორგანიზაციების საქმიანობის მიზნობრიობის შესწავლისკენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში