აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხვალ უმაღლეს საბჭოს ანგარიშს ჩააბარებს 

17 ივნისი 2025, 15:01 138 ნახვა

ხვალ უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ელოდებიან. სულხან თამაზაშვილმა მთავრობის საქმიანობის ანგარიში უნდა  წარადგინოს. 

შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე მიიღეს.

ბიუროს წევრებმა ასევე განსაზღვრეს 19 ივნისის  სესიის დღის წესრიგი. ზეგ ორი კომიტეტის ანგარიშს მოისმენენ, რითაც საგაზაფხულო სესია დაიხურება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში