,,აჭარული ხალხური სიმღერები" და ,,აჭარული ტრადიციული მუსიკის" ალბომის და სანოტო კრებულის პრეზენტაცია გაიმართა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში. პროექტის მიზანია აჭარის რეგიონის მუსიკალური ტრადიციების შენარჩუნება და პოპულარიზაცია. კრებულში შესულია 45 აჭარული ხალხური სიმღერა.