გრეტა ტუნბერგი შვედეთში დააბრუნეს

10 ივნისი 2025, 13:01 206 ნახვა

ისრაელი გემ მადლინზე მყოფ გრეტა ტუნბერგს შვედეთში აბრუნებს. ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. ტუნბერგი შვედეთში საფრანგეთის გავლით ბრუნდება.

შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი, სხვა აქტივისტებთან ერთად, ღაზის სექტორისკენ მიმავალ გემზე იმყოფებოდა, რომელიც ისრაელის ძალებმა შეაჩერეს.

გემი მადლინი ღაზის სექტორში მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით მიემართებოდა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში