აშშ-ში საქართველოს ახალი ელჩი თამარ ტალიაშვილი იქნება

10 ივნისი 2025, 10:11 199 ნახვა

მთავრობამ პრეზიდენტს აშშ-ში საქართველოს ელჩად თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. აშშ-ში საქართველოს ახალი ელჩი სწორედ, თამარ ტალიაშვილი იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, ტალიაშვილმა ტრამპის ადმინისტრაციისგან აგრემანი მიიღო.

თამარ ტალიაშვილი იყო თბილისის საკრებულოს წევრი და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე. 2017 წლიდან საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი; 2018 წლიდან ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი; 2020-2022 წწ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”.

2022 წლის ოქტომბერში დაინიშნა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში