12-14 მაისს ბათუმი ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-10 საერთაშორისო გამოფენა ''ექსპო ბათუმი 2017''-ს უმასპინძლებს. საორგანიზაციო საქმიანობაში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისა და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან ჩართულნი. ისინი, აკადემიის ბენდთან ერთად, ქალაქის ქუჩებს მოივლიან და მოქალაქეებს გამოფენაზე მიიპატიჟებენ.
„ექსპო ბათუმი 2017“ წელს 7 ქვეყნის და 80-მდე კომპანიას უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში სამუშაო შეხვედრები და სემინარები დაიგეგმა. ქართული კომპანიების წარმომადგენლები უცხოურ გამოცდილებას გაიზიარებენ. გამოფენა 14 მაისს საზეიმოდ დაიხურება.