თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის გამომძიებელი ლევან ნიჟარაძე გამოიკითხა.
მსახიობს ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტს ონისე ცხადაძეს, ასევე რეზო კიკნაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, გიორგი ტერაშვილს, ვალერი თეთრაშვილს, სერგეი კუხარჩუკს და ირაკლი ქერაშვილს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.
დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
არცერთი დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.