ყველა ბავშვს ვულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ჩვენი ვალია, შვილებს შევუქმნათ გარემო, სადაც ოცნებების ასრულებას შეძლებენ - მიხეილ ყაველაშვილი

01 ივნისი 2025, 10:00 274 ნახვა

ყველა ბავშვს ვულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ახალი თაობა ჩვენი ქვეყნის მომავალია, სწორედ ამიტომ მათთვის მშვიდი, უსაფრთხო და ლაღი გარემოს შექმნა ჩვენი უპირველესი მოვალეობაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ ქართული ოჯახების გასაძლიერებლად, რადგან ქართული ტრადიციებითა და ღირებულებებით სწორედ მათ უნდა აღუზარდონ საქართველოს მომავალი თაობები, რომლებიც ქვეყნის უნიკალურ მემკვიდრეობას ამაყად გადაიბარებენ და ერთიანი საქართველოს იდეას ხორცს შეასხამენ.

 

ჩვენი ვალია, შვილებს შევუქმნათ გარემო, სადაც თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებას, მიზნების მიღწევასა და ოცნებების ასრულებას შეძლებენ“, – წერს ყაველაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი