ამერიკიდან დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი დახვდა.
მინისტრის მოადგილემ, კიდევ ერთხელ დაადასტურა სახელმწიფოს მზადყოფნა, დახმარება გაუწიოს სამშობლოში დაბრუნებულ მოქალაქეებს. გიორგი ცაგარეიშვილმა დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო პროგრამებისა და მხარდაჭერის სერვისების შესახებ, რომლებიც რეინტეგრაციის პროცესში მათ საზოგადოებაში ადაპტაციას შეუწყობს ხელს.
მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ მხარდაჭერა, რათა ღირსეულად გააგრძელონ ცხოვრება სამშობლოში.
ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.