საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
უწყების ცნობით, შეზღუდვის მიზეზი გზის მონაკვეთზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
„საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ106 (გუდაური-კობი) მონაკვეთზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო 2025 წლის 31 მაისის 12:00სთ-დან 18:00სთ-მდე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.