მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო ნიკა მელია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს

30 მაისი 2025, 15:46 255 ნახვა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს.

მელიამ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა.

„არ გაინტერესებთ, ვინ გამიტაცა და რატომ, თქვენ ხართ მურუსიძისა და ჩინჩალაძის მონა“, – განაცხადა სასამართლო პროცესზე ნიკა მელიამ, რის შემდეგაც მოსამართლეს წყალი შესხა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელზედაც გირაოს გადაუხდელობასთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავენ. მელიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო 50 ათასი ლარის ოდენობის გირაო 29 აპრილს შეეფარდა, რომლის გადახდის ვადა გუშინ ამოეწურა.

პროკურატურამ მელიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ამასთან, ნიკა მელია სამართალდამცველებმა გუშინ, 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შსს-ის ცნობით, იგი დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

ამინდი