მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი

30 მაისი 2025, 10:05 126 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება.

სხდომა 13 საათზეა ჩანიშნული. საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს.

ცნობილია, რომ დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მოწმეებს გამოკითხავენ. პროკურატურის მოწმეების დაკითხვა უკვე დასრულდა.ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

ამინდი