ნიკა მელიას სასამართლო პროცესი

29 მაისი 2025, 20:03 128 ნახვა

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ხვალისთვის გადაიდო - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაწერა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატმა მისი სხვა პროცესების გამო, ორშაბათისთვის ითხოვა გადატანა, სხდომა მაინც ხვალ ჩაინიშნა.
ცნობისთვის, ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა, რის შემდეგაც მას ბრალდება წაუყენეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მას აღკვეთის აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რომლის გადახდას არ აპირებს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში