მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი

29 მაისი 2025, 14:18 123 ნახვა

თბილისის სააპელაციო  სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა დაიწყო. ამ წუთებში მოსამზადებელი სხდომა მიმდინარეობს და მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.

შესავალი სიტყვების მოსმენამდე, სასამართლოში განცხადება გააკეთა მსჯავრდებულმა  მიხეილ სააკაშვილმა. მან მხარდამჭერებს  და აქციებზე დაკავებული პირების ოჯახებს სიტყვით მიმართა. დაცვის მხარემ დღეს იმ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რომელიც კოლეგიას ხელმძღვანელობს.

მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის შეცვლას და სააკაშვილის გამართლებას ითხოვენ. პროკურატურას კი თემურ ჯანაშიასთვის ბრალის დამძიმება და გირაოს პატიმრობით შეცვლა სურს.

აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს კი 300 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. 

პროკურატურა სააკაშვილს და ჯანაშიას საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდა.

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციოში ორივე მხარემ გაასაჩივრა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში