სტავროპოლში აფეთქების შედეგად ქალაქის მერის მოადგილე დაიღუპა

29 მაისი 2025, 13:31 168 ნახვა

რუსეთში აფეთქების შედეგად სტავროპოლის მერის მოადგილე, უკრაინის წინააღმდეგ ომის მონაწილე ზაურ გურციევი დაიღუპა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და განიხილება ყველა ვერსია, მათ შორის ტერაქტი უკრაინის მონაწილეობით.

საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, ჩეხოვის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან აფეთქების შედეგად მერის მოადგილესთან ერთად, ასევე დაიღუპა მისი ნაცნობი მამაკაცი.

გურციევი ხელმძღვანელობდა მარიუპოლის დაკავების ოპერაციის საჰაერო ნაწილს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში