ლონდონის „ჩელსის“გამარჯვებით დასრულდა კონფერენციის ლიგის ფინალი. ინგლისელებმა სევილიის „ბეტისი“ 4:1 დამარცხეს და ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.
ეზალზულის გოლით პირველი ტაიმი „ბეტისმა“ მოიგო, თუმცა მეორე ნახევრის პირველიდან ბოლო წუთამდე „ჩელსი“ დომინირებდა და ოთხი გოლიც გაიტანა. თავი ფერნანდესმა, ჯექსონმა, სანჩომ და კაისედომ გამოიჩინეს.
ლონდონური კლუბი ისტორიაში პირველია, რომელსაც მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა, ევროპისა და კონფერენციის ლიგები.