გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება

28 მაისი 2025, 10:19 154 ნახვა

რა ვითარებაში მოხდა გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება? ბრალდებული განმარტებების გაკეთებას ხვალ სასამართლო სხდომაზე გეგმავს. პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა ის გადაიდო. 

სასამართლო პროცესი „მტკვარი ჰესის“ საქმეზეა ჩანიშნული, სწორედ აღნიშნულ პროცესზე გადაისინჯება მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობაც, რომელიც მას დაუსწრებლად შეუფარდეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ დააკავა. უწყების ინფორმაციით, ამის შესახებ მათ ანონიმური შეტყობინებით აცნობეს.

თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია მსჯავრდებული და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი წარდგენილი აქვს ორ მიმდინარე საქმეზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში