დამოუკიდებლობა უდიდესი მონაპოვარია ჩვენი ერისა და მას დაცვა, გაფრთხილება სჭირდება, ღმერთმა ინებოს ჩვენი ქვეყნის მშვიდობა - ილია მეორე

26 მაისი 2025, 14:34 184 ნახვა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„დამოუკიდებლობა უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია ჩვენი ერისა და მას დაცვა და გაფრთხილება სჭირდება. ღმერთმა ინებოს ჩვენი ქვეყნის მშვიდობა, ძლიერება და კეთილდღეობა.

ღმერთმა დალოცოს, აკურთხოს და წყალობა თვისი არ მოაკლოს ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს, ამინ!“ – აღნიშნულია ილია მეორის მისალოც წერილში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში