უნგრეთში გამოკითხულთა ნახევარი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრ ორბანის მთავრობას ქვეყნის განვითარებაზე საკმაოდ ან აშკარად უარყოფითი გავლენა აქვს. 39% პროცენტი მის მმართველობას დადებითად აფასებს.
თავის მხრივ მმართველი პარტიის „ფიდესის“ ამომრჩეველთა 88% ვიქტორ ორბანს მხარს უჭერს, მხოლოდ 1 % აფასებს მის საქმიანობას ძალიან უარყოფითად. ოპოზიციური პარტიის „ტისას“ ამომრჩეველთა 87% კი მიიჩნევს რომ ორბანს უარყოფით გავლენა აქვს, 1% კი მას ძალიან უარყოფითად აფასებს.
მედიის ცნობით, ორბანსა და ოპოზიციის ლიდერ პიტერ მადიარს შორის შედარებისას უმეტესობა მიიჩნევს რომ მადიარი ძირითად საკითხებს, ისეთებს როგორებიცაა კორუფციასთან ბრძოლა, ჯანდაცვა, განათლება, ეკონომიკური განვითარება და სხვა უკეთესად გაართმევდა თავს.