განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო თბილისის პოლიციამ.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალება „მდმა"-ს შემცველი 992 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დანაშაული 20 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.