“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე 50 000-ლარიან გირაოს გადაიხდის. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, პარტიის პოლიტსაბჭოზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ვაშაძემ აღნიშნული გირაო გადაიხადოს. გიორგი ვაშაძეს დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე გირაო 23 აპრილს შეეფარდა.
საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.
სასამართლო, სავარაუდოდ, აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელებს. თავად ჯაფარიძე მის დაკავებას არ გამორიცხავს. მას სასამართლომ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 20 000-ლარიანი გირაო 16 აპრილს შეუფარდა. ჯაფარიძემ აღნიშნული თანხის გადახდაზე უარი თქვა.