პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

18 მაისი 2025, 10:00 105 ნახვა

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება.

პოლონეთში ხმის მიცემის უფლება დაახლოებით 29 მილიონ ამომრჩეველს აქვს. პრეზიდენტობისთვის კენჭს 13 კანდიდატი იყრის.

გამოკითხვების მიხედვით, მმართველი პარტიის კანდიდატი, ვარშავას მერი, რაფალ ტშასკოვსკი ლიდერობს.

ბოლო გამოკითხვების თანახმად, ტშასკოვსკი ხმების დაახლოებით 30%-ს აგროვებს. 25%-ით მეორე ადგილზეა კაროლ ნავროცკი, ემარჯვენე-კონსერვატიული პარტიის „კანონი და სამართლიანობა“ კანდიდატი.

გამოკითხვებში მესამე ადგილს იკავებს ანტიუკრაინული პარტია „კონფედერაციის“ კანდიდატი, სლავომირ მენცენი. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს ხმების 50%-ზე მეტს, არჩევნების მეორე ტური ჩაინიშნება.

ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ანდჟეი დუდა არჩევნებში მონაწილეობას ვერ იღებს, რადგან თავის პოსტს უკვე მეორე ვადით იკავებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი