სტამბოლში რუსული დელეგაცია უკვე ჩავიდა

15 მაისი 2025, 09:50 132 ნახვა

კრემლის პრესსამსახურის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გვიან ღამით შეხვედრა გამართა რუსეთის ყველაზე გავლენიან ოფიციალურ პირებთან და უკრაინასთან მომავალი სამშვიდობო მოლაპარაკებები განიხილა.

დამსწრეებს შორის იყვნენ თავდაცვის მინისტრი   რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი უშიშროების საბჭოს მდივანი, კრემლის საგარეო პოლიტიკის საკითხებში თანაშემწე, საგარეო საქმეთა მინისტრი   დაზვერვის უფროსები და რუსეთის მაღალი რანგის სარდლები.

მანამდე პუტინმა გამოაცხადა რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს  უკრაინასთან პირდაპირ მოლაპარაკებებში. სტამბოლში უკვე ჩავიდნენ  რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი  ვლადიმერ მედინსკი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ფომინი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 2022 წელს ორ მხარეს შორის ბოლო მოლაპარაკებებში.

დელეგაციაში ასევე შედიან: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და   -რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი. მოლაპარაკებებში თავად კრემლის ლიდერი არ მიიღებს მონაწილეობას.

რუსულმა და უკრაინულმა მხარეებმა  2022 წელს მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გამართეს, ჯერ ბელარუსში, შემდეგ კი თურქეთში, თუმცა მოლაპარაკებები საბოლოოდ ჩაიშალა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი