"ევროპის საბჭოს მინისტერიალზე ჩემი გამოსვლის დროს მთავარი აქცენტი გავაკეთე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.
პირველ რიგში, ეს შეეხებოდა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას და ამ რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევებს", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ამასთან, ბოჭორიშვილის თქმით, მისი გზავნილი იყო, რომ "მხოლოდ ცრუ ნარატივებით არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება".