არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე და თანამდებობაზე არჩევიდან თითქმის 4 წლის შემდეგ ბათუმის მერმა პოსტი დატოვა.
განცხადება არჩილ ჩიქოვანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. თუმცა არაფერია ნათქვამი იმის შესახებ რა გახდა ვადამდე ადრე გადადგომის მიზეზი, ან სად გააგრძელებს საქმიანობას.
განცხადებაში, რომელიც ჩიქოვანმა თავადვე გაავრცელა წერს, რომ ქალაქის ხელმძღვანელად ყოფნა მისთვის დიდი პატივი იყო, თუმცა მერის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
მან მადლობა გადაუხადა ბათუმელებს ნდობისთვის და ასევე „ქართული ოცნებას“, პარტიას, რომლის მხარდაჭერითაც მოიპოვა მან ბათუმის პირველი პირის სტატუსი. ბათუმის მერად არჩილ ჩიქოვანი 2021 წელს მეორე ტურით აირჩიეს, მანამდე კი იგი მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა მას შემდეგ, რაც მისმა წინამორბედმა ლაშა კომახიძემ ასევე საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.
ჩიქოვანს ბათუმის უფლებამოსილების ვადა 2025 წლის ოქტომბერში ეწურებოდა. მერის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე, ვიცე-მერი ნუკრი დეკანაძე შეასრულებს.
აჭარის მაუწყებლის ინფორმაციით, ბათუმის მერის მოვალეობას გიორგი მურვანიძე შეასრულებს. მას აღნიშნულ პოსტზე სავარაუდოდ, რამდენიმე საათში ოფიციალურად წარადგენენ.