არჩილ ჩიქოვანის ვადამდე გადადგომას შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში, სადაც მისი გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებიათ. უფრო მეტიც, ელოდებოდნენ კიდეც.
მმართველი პარტია კი ჩიქოვანის მოღვაწეობას დადებითად აფასებს და ასევე ვერ ხედავს პრობლემას, გადადგომასთან დაკავშირებით სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაზე.