ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში ავსტრალიის მოქალაქის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაღუპული ყოფილი სამხედრო მოსამსახურე საქველმოქმედო ორგანიზაციაში მუშაობდა, რომელიც ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გაუვნებელყოფით არის დაკავებული.
ავსტრალიის სამაუწყებლო კორპორაციამ უკრაინაში დასახელებულ სამხედრო წყაროზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ავსტრალიის მოქალაქე და მისი ბრიტანელი კოლეგა გასულ კვირას აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ იზიუმთან ახლოს შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად მიღებული ჭრილობებისგან დაიღუპნენ.
დეტალები ოფიციალურად ჯერ არ ხმაურდება.