ინდოეთსა და პაკისტანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ინდური მხარეც ადასტურებს.
შესაბამის ინფორმაციას ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„პაკისტანის სამხედრო ოპერაციების გენერალურმა დირექტორმა დღეს, 15:35 საათზე, ინდოეთის სამხედრო ოპერაციების გენერალურ დირექტორს დაურეკა. შეთანხმდნენ, რომ ორივე მხარე შეწყვეტდა ყველა სახის საბრძოლო მოქმედებას ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე დღეს, ინდოეთის სტანდარტული დროით 17:00 საათიდან“, - განაცხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, ვიკრამ მისრიმ.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ სხვადასხვა საკითხების შესახებ მოლაპარაკებებს ნეიტრალურ ტერიტორიაზე დაიწყებენ.