პასუხი ლევან ვარშალომიძის ბრალდებაზე

06 მაისი 2017, 00:00 2507 ნახვა

“11-12 მარტის აქციის ორგანიზების ხელისუფლებაზე გადაბრალება - არასერიუზულია” - ასე პასუხობს უმაღლესი საბჭოს “ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო ჩხეტია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციაში დღეს გაკეთებულ განცხადებას. დეპუტატის თქმით, ოპოზიცია ცდილობს აქციის მოვლენებში მათი ბრალეულობა ამ ფორმით გადაფაროს.

აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ აქციის ორგანიზებაში ბრალი მთავრობას დასდო, მან განცხადება დღეს გააკეთა. ის სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული, ყოფილი თანაპარტიელის ირაკლი ჩხვირიკიას დაკავებასაც გამოეხმაურა. 11-12 მარტის ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სულ 21 პირია დაკავებული. აქციასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებამ უმაღლესი საბჭოს ქართული ოცნების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები დაკითხა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი