სიქსტეს კაპელის საკვამურიდან შავი კვამლი ამოვიდა - კარდინალებმა რომის პაპი კვლავ ვერ აირჩიეს, დილით ჩატარებული კენჭისყრის ორი ტურის შემდეგ კარდინალებმა კონკლავის მეორე დღის პირველ ნახევარში ახალი რომის პაპის არჩევა ვერ შეძლეს.
რომის პაპის ასარჩევად ხმის მიცემის მომდევნო ორი ტური დღეს საღამოს გაიმართება.
შეგახსენებთ, ვატიკანში 267-ე რომის პაპის ასარჩევად კონკლავი გუშინ დაიწყო.