ევროკავშირის მეთოდოლოგიით ინფლაციის დათვლის შედეგმა აპრილში 3.3 პროცენტი შეადგინა - საქსტატი

08 მაისი 2025, 11:55 69 ნახვა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლიდან ახალი ინდიკატორის, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნება დაიწყეს.

საქსტატის განცხადებით, ამ მეთოდოლოგიით, 2025 წლის აპრილში ინფლაციამ 3.3 პროცენტი შეადგინა, რაც 0.1 პროცენტით ნაკლებია ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ 3.4 პროცენტიან ინფლაციაზე.

ცალკეულ კომპონენტებს რაც შეეხება, ევროკავშირის HICP მეთოდოლოგიით, პროცენტული ცვლილება 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ასე ნაწილდება: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 5.6%; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - 3.4%; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - -0.2%; საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები -1.3%; ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება - -2.8%; ჯანმრთელობის დაცვა - 9.3%; ტრანსპორტი - -2.1%; კავშირგაბმულობა, - -12.1%; დასვენება, გართობა და კულტურა - 2.0%; განათლება - 5.2%; სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 6.2%; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - 6.5%.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში