კოლუმბიის უნივერსიტეტში პოლიციამ ათობით პროპალესტინელი დემონსტრანტი დააკავა

08 მაისი 2025, 09:01 95 ნახვა

პოლიციამ კოლუმბიის უნივერსიტეტის ათობით სტუდენტი დააკავა, რომლებმაც უნივერსიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის ნაწილი დაიკავეს. ეს გასულ წელს ღაზაში ისრაელის ომის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ტალღის შემდეგ კამპუსში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პრო-პალესტინური გამოსვლა იყო.

ბატლერის ბიბლიოთეკის წინ ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ფურგონებსა და ავტობუსებში მინიმუმ 40-დან 50-მდე სტუდენტი ჩასვეს, რომლებსაც ხელები პლასტმასის სამაგრები  ჰქონდათ შეკრული. 

სამართალდამცველები კამპუსში კოლუმბიის უნივერსიტეტის ოფიციალური პირების მოთხოვნით მივიდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ ბიბლიოთეკის მეორე სართულზე მდებარე მთავარი სამკითხველო დარბაზი აქციაში მონაწილე სტუდენტებმა  უკანონოდ დაიკავეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში