ქართული ოცნების თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

07 მაისი 2025, 19:48 113 ნახვა

თვითმმართველობის არჩევნების სამზადისი, მიზანი და პროგნოზი-არჩევნებამდე 5 თვით ადრე ამ ყველაფერზე დღეს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა.
სახელისუფლებო პარტია საარჩევნო კამპანიის გასახსნელად და 64-ვე მუნიციპალიტეტში მოგებისთვის ემზადება.
უკვე პარტიის თავმჯდომარის პოზიციიდან გამოწვევებზე, მოკლევადიან და გრძელვადიან გეგმებზე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. მოკლევადიან გეგმებს შორისაა ადგილობრივი არჩევნები, გრძელვადიანი გეგმები კი მისი თქმით, ყველა ოჯახის კეთილდღეობასა და საქართველოს გამთლიანებას უკავშირდება.
რაც შეეხება დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომას. ახალი თავმჯდომარე, პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა და ახალი პოლიტიკური მდივანი-ასე დასრულდა რიგით მეცხრე ყრილობა დღეს. ცნობილი გახდა რომ აჭარის პარტიულ ორგანიზაციას სულხან თამაზაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში