ბათუმის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მონაწილის ციალა ქათამიძის საქმის განხილვა გაიმართა.
საუბარია 11 იანვარს აჭარის პოლიციის სამმართველოსთან ქვაფენილზე სტიკერის გაკვრის გამო ადმინისტრაციული წესით მის დაკავებაზე.
საქმეზე დღეს მხარეების მიერ დაყენებული შუამდგომლობები განიხილეს. დაცვის მხარეს ოთხი შუამდგომლობა ჰქონდა, რომლებიც მოსამართლე მარიანა ფომაევამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
საუბარია მოწმეების გამოკითხვაზე. ამ ეტაპზე სასამართლო პროცესი კითხვა - პასუხის ნაწილიდან გადაიდო შემდეგ განხილვამდე, რომელზეც მოწმეები დაიკითხებიან და მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეფასდება.