2025 წლის მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

07 მაისი 2025, 11:44 142 ნახვა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მშენებლობის ღირებულების ინდექსს აქვეყნებს. მათი მონაცემებით, 2025 წლის მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი  6.3 პროცენტით.

მათ შორის:

  • საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 3.1 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 9.2 პროცენტით;
  • არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 3.6 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.5 პროცენტით;
  • სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.9 პროცენტით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 3.5 პროცენტით;

საქსტატის განმარტებით,  ცვლილება, ძირითადად, მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 11.7 პროცენტიანმა ზრდამ განაპირობა, რამაც 2.2 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

" წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 6.3 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 22.0 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 2.7 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 4.25 და 1.64 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში", - წერია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაში. 

მათივე სტატისტიკით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2022 წლის თებერვალთან შედარებით 23.5 პროცენტით გაიზარდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში