სასკოლო ექსკურსიების წესში ცვლილებებია

06 მაისი 2025, 10:18 450 ნახვა

სასკოლო ექსკურსიების წესში ცვლილებებია. ახალი რეგულაციის მიხედვით, მანძილთან დაკავშირებული შეზღუდვა მოხსნილია და შესაბამისად, ორდღიანი ექსკურსიების მოწყობაც ნებადართულია.

ბოლო  წლებში, პანდემიის გამო, განათლების სამინისტროს რეკომენდაცია იყო სასკოლო ექსკურსია, მხოლოდ, 150 კილომეტრის რადიუსში დაგეგმილიყო.

უცვლელი რჩება სხვა მოთხოვნები - ექსკურსიის მიზნობრიობის დასაბუთება და ტექნიკური დოკუმენტაცია, მათ შორის არის მძღოლის ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, მართვის მოწმობა და ტრანსპორტის ტექდათვალიერების დოკუმენტების წარდგენა, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებაში უნდა ინახებოდეს ცეცხლსაქრობი და სამედიცინო დახმარების ჩანთა.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ექსკურსიას მასწავლებელი დამოუკიდებლად ან მშობელთან ერთად გეგმავს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას სკოლის დირექცია იღებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში