ჩინეთში ტურისტული ნავის ამოტრიალების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

05 მაისი 2025, 13:18 261 ნახვა

10 ადამიანი დაიღუპა და 70-ზე მეტი დაშავდა ჩინეთში ძლიერი ქარის გამო ტურისტული ნავის ამოტრიალების შედეგად. შემთხვევა გუიჯოუს პროვინციაში მოხდა. ნავზე 84 ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს. 

შემთხვევის ადგილზე, თითქმის 500 მაშველი იყო მობილიზებული. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში მსგავსი შემთხვევები არაერთხელ მომხდარა და ხაზი გაუსვა უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მნიშვნელობას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

ამინდი