რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატმა გაიმარჯვა

05 მაისი 2025, 09:05 100 ნახვა

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების ხელახალი კენჭისყრის პირველ ტურში რადიკალურად მემარჯვენე ევროსკეპტიკოსმა ჯორჯ სიმიონმა გაიმარჯვა.

საარჩევნო უბნების თითქმის 99.6%-ის ბიულეტენების დათვლის მიხედვით, სიმიონმა ხმების  40.6%-ი მიიღო, მისმა მეტოქემ ბუქარესტის მერმა ნიკუსორ დანმა  ხმების 21%-ი.  ისინი 18 მაისს მეორე ტურში შეხვდებიან ერთმანეთს.

პოლიტიკური დამკვირვებლების თქმით, სიმიონის გამარჯვებამ შესაძლოა ქვეყანა იზოლაციაში მოაქციოს, კერძო ინვესტიციები შეამციროს და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში