ალექსანდრე ჩივაძის განსაკუთრებული წვლილია, დღეს ჩვენი ფეხბურთი რომ ასეთი წარმატებულია, მადლობა მას ყველაფრისთვის - ირაკლი კობახიძე

03 მაისი 2025, 20:21 175 ნახვა

საფეხბურთო ისტორიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ ქვეყანას ჰქონდეს მდიდარი საფეხბურთო ისტორია და ამ ისტორიის შექმნაში ალექსანდრე ჩივაძეს აქვს განსაკუთრებულზე განსაკუთრებული წვლილი შეტანილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ფეხბურთელ ალექსანდრე ჩივაძის 70 წლის საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ჩივაძეს მადლობა გადაუხადა ყველაფრისთვის, რაც ქართული ფეხბურთისთვის და ქვეყნისთვის აქვს გაკეთებული.

„მივულოცავ იუბილეს ბატონ ალექსანდრეს და მილოცვასთან ერთად მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის და კონკრეტულად ქართული ფეხბურთისთვის გაქვთ გაკეთებული, როგორც ქართული ფეხბურთის ნამდვილ ლეგენდას. სამწუხაროდ, მე არ მქონდა საშუალება, უშუალოდ სტადიონზე მეყურებინა თქვენი თამაშებისთვის, თუმცა ალბათ ყველა ქართველ გულშემატკივარს რამდენჯერმეც კი გვაქვს ნანახი ის თამაშები, რომლებშიც ჩვენი დინამო იმარჯვებდა ბატონი ალექსანდრეს ლიდერობით – 1941 წლის ფინალი, ლივერპულის და ბევრი სხვა თამაში. შეუძლებელია, უბრალოდ ყოველ ჯერზე არ გაგაოცოს განსაკუთრებულმა საფეხბურთო ინტელექტმა, ხელწერამ, დახვეწილმა თამაშის სტილმა, რომლითაც ბატონი ალექსანდრე გამოირჩეოდა, როგორც ქართული ფეხბურთის და თბილისის დინამოს ნამდვილი ლიდერი.

ზოგადად, როცა ფეხბურთის წარმატებაზეა საუბარი, ალბათ ყველამ ვიცით, რომ საფეხბურთო ისტორიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ ქვეყანას ჰქონდეს მდიდარი საფეხბურთო ისტორია და ამ ისტორიის შექმნაში ბატონ ალექსანდრეს აქვს განსაკუთრებულზე განსაკუთრებული წვლილი შეტანილი. შესაბამისად, დღეს რომ ჩვენი ფეხბურთი არის ასეთი წარმატებული და წარმატების გზაზე, ამაშიც არის ბატონი ალექსანდრეს და მისი მეგობრების განსაკუთრებული წვლილი. მე კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ ქართული ფეხბურთისთვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში