ტურიზმისა და კურორტების სფეროს მართვა და ეფექტიანი განვითარების ხელშეწყობა, ტურისტული მარკეტინგი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე, ასევე პროდუქტებისა და სერვისების განვითარება - ამ და სხვა საკითხებზე იმსჯელეს დღეს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საჯარო განხილვაზე.
2018 წლის ბიუჯეტი სავარაუდოდ, 116 ათას 200 ლარით გაიზრდება. დღესვე განიხილეს ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა. მომავალ წელსაც განხორციელდება პროექტები: „ტურიზმის განვითარების სკოლა“, „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ და „მაგნოლია2018“. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირებიც ესწრებოდნენ.