პროფესიული ბანაკი ხელვაჩაურში დაიხურა

02 მაისი 2025, 20:02 260 ნახვა

პროფესიული ორიენტაცია ამ სახელწოდებით სამდღიანი ბანაკი მოაწყო აბიტურიენტებისთვის ხელვაჩაურის ახალგაზრდულმა ცენტრმა. ბანაკში მუნიციპალიტეტში მცხოვრები 27 აბიტურიენტი იყო ჩართული და მათ საშუალება ჰქონდათ სხვადასხვა პროფესიებს გაცნობოდნენ.
უფრო მეტიც პრაქტიკული თვალსაზრისითაც მოირგეს მათთვის საინტერესო როლი, რაც ორგანიზატორების შეფასებით აბიტურიენტებს საკუთარი პროფესიის შერჩევაში დაეხმარება.
ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც იმყოფებოდნენ. ბანაკი დღეს ოფიციალურად დაიხურა. მონაწილეებს სერტიფიკატები და სხვა საჩუქრები გადაეცათ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში