„გაიცანი ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი“ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში ახალი პროექტის პრეზენტაცია მიმდინარეობს. საინფორმაციო შეხვედრის მიზანია, მომხმარებლებს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის განხილვის წესები და ვადები გააცნონ.
ღონისძიება მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელშეწყობით გაიმართა. შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით, მთელი წლის განმავლობაში ჩატარდება.